ეს ვებგვერდი არქივის რეჟიმშია, ავტორიზაცია და რეგისტრაცია გათიშულია, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიული მონაცემები.
logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • გადარიცხვაchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

სათათბირო

პოლიტიკოსები

ჰერმან საბო

სათათბიროს წევრი

გირჩის პოლიტიკოსი გახლავართ. შექმნის დღიდან ამ პარტიის წევრი და გულშემატკივარი.


აქტივობის მიზანი: ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს, რა შედეგს გამოიღებს რეალობაში ის იდეები, რომლებიც მართებული მგონია. ასევე, გირჩზე კარგი იარაღი საკუთარი თავისუფლების დასაცავად ჯერ არ შემხვედრია.

სანდრო რაქვიაშვილი

სათათბიროს წევრი

ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. სრულად

იაგო ხვიჩია

სათათბიროს წევრი

დავიბადე 1982 წელს მარტვილის რაიონში, 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ერთ ათწლეულზე მეტი ვიმუშავე ამ სპაციალობით სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში.


2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი და ამ პოზიციიდან მეცადა რაიმე შემეცვალა ჩემს პროფესიაში.


აქტივობის მიზანი: საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და მის ნაცვლად ახალი ადამიანური სისტემის აწყობა.


ჰობი: ისტორია, ფეხბურთი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

სათათბიროს წევრი

ვახო მეგრელიშვილი, პოლიტიკოსი


ბუნებით ენტერპრენერი ვარ, მხოლოდ იმ საქმეს ვკიდებ ხელს, რომლის იდეის მჯერა და მაინტერესებს. მე მჯერა, რომ უმრავლესობის წარმოდგენა ადამიანის, საზოგადოების და სამყაროს შესახებ არ შეესაბამება რეალობას და ამ აცდენიდან მომდინარეობს ჩვენი პრობლემების უდიდესი ნაწილი.


აქტივობის მიზანი: არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ქართველი ხალხისათვის თავისუფლების იდეა, მაგრამ ჩემს ვალდებულებად ამ იდეების ადეკვატურად გავრცელება მიმაჩნია. სწორედ ამიტომ ბოლო შვიდი წელია ვაკვირდები და ვსწავლობ პოლიტიკოსის პროფესიას, ვმუშაობ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი შინაარსის და ფორმების მოძებნასა და შექმნაზე.

დავით ფანჯაკიძე

სათათბიროს წევრი

ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ხელშეუხებლობის პრინციპზე აგებული პოლიტიკური იდეოლოგია ყველაზე მორალურია და ქრისტიანულიც რა თქმა უნდა, რის გამოც უკვე წლებია ვიყავი და ვარ გირჩის მხარდამჭერი, დამფინანსებელი, სათათბიროს და აწ უკვე მისი სახელით თბილისის საკრებულოს წევრი. თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ სულ უფრო მეტი ადამიანის შემოკრებას, რათა სწორ მორალურ და ეკონომიკურ ღერძზე დაფუძნებული პროექტებით შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ და ვიქცეთ ღირსეულად მაცხოვრებელ მდიდარ საზოგადოებად.

პარტნიორები

გიორგი ახობაძე

სათათბიროს წევრი

2002 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ. სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიის მფლობელი (CEO) ვარ.


აქტივობის მიზანი: კლასიკური ლიბერალიზმის იდეოლოგია. კერძოდ, რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო და მეტი ადამიანი/ინდივიდი. მჯერა იმის, რომ ინდივიდის ინტერესი უპირატესია.

მალხაზ ჭანია

სათათბიროს წევრი

20 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. უძრავი ქონების სფეროში ინვესტორი და რეალტორი ვარ.


აქტივობის მიზანი: ჯედების სისტემის, როგორც საქართველოში მეტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდზე დგომის უნიკალური და უპრეცედენტო საშუალების პოპულარიზაცია ემიგრაციაში.

ზურა ბუხნიკაშვილი

სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ თბილისში, IT სფეროში ვსაქმიანობ.


აქტივობის მიზანი: უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. მგონია, რომ ყველაზე მეტად ამ მიზანს „გირჩი“ ემსახურება.

უჩა ბარბაქაძე

სათათბიროს წევრი

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე თსუ, ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ.


აქტივობის მიზანი: თავისუფლების „კეთება“. ჩემი ხედვით, „გირჩი“ ქართულ რეალობაში ნაშობი ამერიკული ხედვის მქონე პოლიტიკური მოვლენაა.

გიორგი გვენეტაძე

სათათბიროს წევრი

დავიბადე 1974 წელს თბილისში, დავამთავრე სკოლა რუსთავში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993-94 წლებში 7 თვე ვიმუშავე ქ.რუსთავის მერიაში, პირველი ვიცე-მერის თანაშემწედ და დავრწმუნდი, რომ ასეთ სისტემაში მუშაობა არ მინდა არასდროს (სისტემაში არაფერი შეცვლილა დღემდე).


1999 წლიდან ვარ დაკავებული კერძო ბიზნესით, დავაფუძნე და ავაშენე ოთხი წარმატებული კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში.


მთელი შეგნებული ცხოვრება მიწევდა ბიზნესის კეთება და დოვლათის შექმნა სახელმწიფო მანქანის მხრიდან ხელის შეშლის პირობებში, სამუშაო დროის 70% მიჰქონდა იმაზე ზრუნვას, როგორ გადამელახა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ბარიერები და გადავრჩენილიყავი.


მინდა ვიყო თავისუფალი და ვცხოვრობდე თავისუფალი ხალხის საზოგადოებაში, ეს კი ჩემი მოსაზრებით მხოლოდ გირჩის საზოგადოებაა, როდესაც გირჩის კონსტიტუციას გავეცანი მივხვდი, რომ ეს არის ერთადერთი მორალური ფუნდამენტი, რაზეც შეიძლება ადამიანური წესრიგის დამყარება.


პოლიტიკური მიზანი: სახელმწიფო ძალადობის მანქანის და ბიუროკრატიის მაქსიმალურად შესუსტება და შემცირება.

ნოდარ ჩინჩალაძე

სათათბიროს წევრი

მაქვს სურვილი უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო, მაგრამ არსად საქართველოს გარდა. შესაბამისად, რამდენადაც შემიძლია ვცდილობ ვაკეთო ის, რაც ამ სურვილს ამისრულებს.

ლაშა ხვიჩია

სათათბიროს წევრი

ცხოვრობ თბილისში. ბიზნესის სფეროში ვსაქმიანობ, კერძოდ შპს. წიგნის ფაბრიკისა და შპს. პრინტ ფაბრიკის დამფუძვნებელი ვარ.


აქტივობის მიზანი: პიროვნული, ეკონომიკური და სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა, ვფიქრობ, „გირჩი“ ამ იდეებს სწორად გამოხატავს.

ტარიელ (ტატო) ჯახია

სათათბიროს წევრი

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი


აქტივობის მიზანი: თავისუფლება - ეს არის მიზანიც, მიზეზიც და ზოგადად, წარმატების საფუძველი. მინდა, ჩემი თვალით დანახული „გირჩი“ დავანახვო სხვებსაც.

Giorgi Dvali

სათათბიროს წევრი

2018 წლიდან ვცხოვრობ ამერიკაში, ვარ Used car dealership company “pipopapo cars” თანადამფუძნებელი პარტნიორი. “მე ვარ ნება” მქონდეს არჩევანის უფლება. აი, ამ თავისუფალი ნების ღირებულებას ეფუძნება გირჩის იდეოლოგია, აიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გახდი საკუთარი თავის უფალი.